18 ნოემბერი 2025 დედაქალაქის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში 99 მილიონი ლარითაა გაზრდილი.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებაა გათვალისწინებული:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 656 339,7 ათასი ლარი;
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 278 531,3 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 292 760,6 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 47 491,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 182 384,4 ათასი ლარი;
განათლება - 300 602,4 ათასი ლარი;
კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 50 558,8 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 13 196,7 ათასი ლარი.
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 257 537,5 ათასი ლარი.
დღესვე სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს’’ უფროსის მოადგილემ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტი -„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
დავით ჯაიანის განმარტებით, თბილისის სატრანსპორტო გეგმის დოკუმენტმა განსაზღვრა თბილისის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი სხვადასხვა რეფორმის აღსრულების გზა, რომელიც შეესაბამება ქალაქის სატრანსპორტო და ურბანული კუთხით დასმულ მიმდინარე, აქტუალურ გამოწვევებს.
მათ შორის, თბილისის სატრანსპორტო გეგმის მიერ გამოვლენილია ურბანული საბაგიროების ექვსი დერეფანი.
წარმოდგენილი ცვლილების ფარგლებში კი ხდება დამატებით 2 (ორი) პერსპექტიული საბაგირო დერეფნის ასახვა, ესენია:
ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო;
სადგურის მოედანი – ვარკეთილი(ლოტკინი - მახათა- ჰუალინგი);
მისივე თქმით, პროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი ხარჯების გამოყოფას, არ მოახდენს გავლენას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე.
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025
დედაქალაქის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 24,2025