05 აპრილი 2026
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს. თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი,საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე სომხური აღდგომის სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა.
„ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მეგობრებს აღდგომის დღესასწაულს. ქართველები და სომხები ერთმანეთის ტრადიციებს და კულტურას დიდ პატივს ვცემთ, ჩვენი კეთილმეზობლობა საუკუნეებს ითვლის"- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
საზეიმო ლოცვას საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი დაესწრო.
დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია საქართველოში არსებულ სომხურ ტაძრებში აღევლინა.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026