24 აპრილი 2026
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის № 5-8 დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 84 მილიონ 849 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათას ლარს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-9 დადგენილებაში ცვლილება.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. კერძოდ, „დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის განხორციელების წესს" ემატება მომსახურების ახალი კომპონენტი - ფილტვის კიბოს სკრინინგი, ქვეპროგრამა მოიცავს ფილტვის კიბოს სკრინინგს 45-75 წლის ასაკის ჩათვლით, ორივე სქესისათვის.
თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. სერგო ბირკაძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილება და რამდენიმე მისამართზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლების მიზნით, კომპანიების მიმართ ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების შესახებ დადგენილებები.
შპს თბილისერვის ჯგუფის უფროსის მოადგილემ დავით ბოდოკიამ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს დავით ჯაიანს მოუსმინეს, რომელმაც „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა. განიხილეს ასევე „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - აქტივების მართვის გეგმის" შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე განკარგულების პროექტი.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულებების პროექტები წარადგინა.
დღესვე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებებისთვის გასატარებელი საკითხები წარადგინა.
ნინო ვარდოსანიძე: "ევროსაბჭოს კონგრესზე წარმოდგენილ რეზოლუციაში ასახული შეფასებები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს"
აპრილი 01,2026
საკრებულოში სარევიზიო და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
მარტი 24,2026