21 ნოემბერი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთი კანდელაკიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესში ცვლილება წარადგინა.
თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს, რომელიც K2 კოეფიციენტში ცვლილებებს გულისხმობს.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე მისამართზე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ თბილისში, გორგასლის ქ. N 34 არსებული სამშენებლო ობიექტის დასრულების მიზნით, გამოყენებული ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ რიგი სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა. ნინო ვარდოსანიძემ კომისიის წევრებმა გააცნო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის - ლუკა ძაძამიას უფლებამოსილების ვადამდე შეწვეტის საკითხი პირადი განცხადების საფუძველზე.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025