22 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა თამარ ბერუაშვილმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესში ცვლილება გააცნო, რომელიც დეტალურად აყალიბებს მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვის პროცედურებს.
ააიპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს" უფროსმა ირაკლი ხუნწარიძემ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების წესში ცვლილება წარადგინა. დღესვე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ქეთი კანდელაკიშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (2030 წლამდე) დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების პროექტები წარადგინა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა კომისიის სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პროვატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. გიორგი კობიაშვილმა სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და რამდენიმე კომპანიას შორის გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში" ცვლილებების შეტანის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხები წარადგინა. ნინო ვარდოსანიძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე ფრაქცია "თბილისის საქართველოსთვის" წევრებისთვის თამარ ხვედელიანისთვის, გიორგი შარაშიძისთვის და სალომე კობალაძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხები.