15 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 190-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, განათლება ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ასევე ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება და სრულფასოვნად განვითარდნენ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, კომფორტულად და მოტივირებულად. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რადგან ეს არის დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. მინდა ვუსურვო, რომ მათი ცხოვრების ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი სავსე იყოს ცოდნის სიყვარულით და წარმატებებით“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025