30 მარტი 2026 სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში WISE პროგრამის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც 3-6 წლიანი მნიშვნელოვანი სამუშაოს დასრულების შედეგები განიხილეს და სამხრეთ კავკასიაში ქალთა უსაფრთხოების გაძლიერების და ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის (VAWG) წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე ისაუბრეს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მიმართა. მისი თქმით, პროგრამამ სამი წლის განმავლობაში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის (VAWG) წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე რისკის ქვეშ მყოფი პირების დაცვის სისტემების გაძლიერებაში.
,,დღეს ჩვენ ვაჯამებთ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელმაც რეალური შედეგი მოიტანა ქალთა გაძლიერების და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით. თბილისის საკრებულოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ "მერსი ქორფსთან" და WISE პროგრამასთან თანამშრომლობა იყო შინაარსიანი, შედეგიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული. ამ წლების განმავლობაში ჩვენ ერთად განვახორციელეთ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, მათ შორის ცნობიერების ამაღლების კამპანიები, შეხვედრები, ასევე დისკუსიები და ახალგაზრდების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამები. მინდა თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადავუხადო WISE გუნდს და „მერსი ქორფსს". დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანამშრომლობა აქ არ სრულდება. ქალთა გაძლიერება უნდა დარჩეს ჩვენი საერთო საქმის მთავარ მიმართულებად", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2023 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ხდება თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან.
როგორც კონფერენციაზე ითქვა, WISE პროგრამის ფარგლებში "მერსი ქორფს" საქართველომ უზრუნველყო კომპლექსური მხარდაჭერა, რომელიც აერთიანებს პრევენციას, დაცვასა და გაძლიერებას - რაც უზრუნველყოფს, რომ ქალებმა და გოგონებმა მიიღონ არა მხოლოდ დაუყოვნებელი დახმარება, არამედ შეიძინონ გრძელვადიანი მდგრადობისა და დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარებიც.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, დონორებმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, თემის ლიდერებმა და პროგრამის ბენეფიციარებმა მიიღეს, რომლებმაც შეაჯამეს მიღწევები, გაიზიარეს მიღებული გამოცდილება და მიღწეული შედეგების მდგრადობის უზრუნველყოფის გზებზე იმსჯელეს.
თინათინ ნიბლოშვილმა და ბექა ოდიშარიამ წლის საუკეთესო მკითხველები და ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს
მარტი 30,2026
ბექა მიქაუტაძე ექიმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია
მარტი 30,2026
ზურაბ აბაშიძე ა.თ.ე.ა-ს ორგანიზებით საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის მერვე ეროვნულ კონფერენციას დაესწრო
მარტი 28,2026