03 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დედის დღესთან დაკავშირებით გლდანში მცხოვრებ 11-შვილიან ოჯახს ესტუმრა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩიკვაიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისს დედის დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
"დღეს ამ ოჯახში მოსვლა ჩემთვის არის სურვილი, გულწრფელად ვუთხრა მადლობა დედას, რომელიც სიყვარულით და შრომით 11 შვილს ზრდის. ასეთი დედები ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები არიან. მრავალშვილიანი ოჯახები ქვეყნის მომავალს ქმნიან - ისინი ზრდიან თაობას, რომელიც ხვალ ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს. დედის დღე არის შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ასეთ ოჯახებს, თითოეულ დედას, რომელიც ყოველდღე დაუღალავად ზრუნავს შვილების მომავალზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი საზოგადოების ვალია, ყოველთვის დავუდგეთ გვერდით ასეთ ოჯახებს“, - განაცხადა ჩიკვაიძეების ოჯახში სტუმრობისას თინათინ ნიბლოშვილმა.