03 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე სსიპ კოლეჯ „სპექტრში" იმყოფებოდნენ, სადაც დურგალთა საწარმოს დასაფუძნებლად სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სსიპ კოლეჯ „სპექტრის" დირექტორმა მათე ტაკიძემ და შპს „დურგალთა სკოლის" დირექტორმა აკაკი გურგენიძემ მოაწერეს.
ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დურგალთა საწარმოს დაფუძნება და მემორანდუმის გაფორმება არ არის მხოლოდ ერთი პროექტის დაწყება - ეს არის რეალური მაგალითი, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის.
„საკრებულოსთვის კოლეჯი „სპექტრი" სანდო და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ წლებია და დღესაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი სპექტრის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს იმისთვის, რასაც ისინი საქართველოში პროფესიული განვითარებისთვის აკეთებენ. მინდა, წარმატება ვუსურვო კოლეჯ „სპექტრს", დურგალთა სკოლას, განათლების სამინისტროს, და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამით სარგებლის მიმღებები იქნებიან"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „დურგალთა სკოლას" 15 წლით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცა სსიპ კოლეჯ „სპექტრის" კანონიერ სარგებლობაში არსებული შენობა, მასში „სადურგლო საქმის" მიმართულებით ახალი სასწავლო საწარმოს კეთიმოსაწყობად. სამხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შენობის რეაბილიტირებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კოლეჯ „სპექტრში" სტუმრობისას თინათინ ნიბლოშვილმა და კახა ლაბუჩიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025