18 სექტემბერი 2025 თბილისს 200 ერთეული MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსი დაემატა. ავტობუსების მორიგი ნაკადის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე მერთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გამართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, 200 ერთეული 18-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსები უახლოეს მომავალში სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება. ახალი ავტობუსები, რომელთა შესყიდვაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მუშაობს და 162 მგზავრზეა გათვლილი. ავტობუსები შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.
ამ ეტაპისთვის, 76 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი რამდენიმე მარშრუტზე უკვე გადანაწილებულია, ხოლო დარჩენილი რაოდენობა სხვადასხვა ტევადობის ავტობუსებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025