09 დეკემბერი 2025 თბილისში დღეს მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და ამავე კომისიის წევრი ალექსანდრე მუკათარიძე დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანი საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობის შეჯამება, საუკეთესო საბჭოების გამოვლენა და მათი დაჯილდოებაა. ამას გარდა, ფორუმი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარებას, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავებას.
დღევანდელ ღონისძიებაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვა. გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: „ეფექტიანი პროექტების მქონე საბჭო“ - დმანისის ახალგაზრდული სათათბირო; „საუკეთესო თანამშრომლობის პრაქტიკის მქონე საბჭო“ - ხაშურის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო; „კრეატიულობა“ - ჩხოროწყუს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო. 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოდ კი ქუთაისის საბჭო დასახელდა.
მუნიციპალური ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმში მონაწილეობა ახალგაზრდული საბჭოების წევრებმა, მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელმა პირებმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.
აღნიშნული ფორუმი, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით, უკვე მეორე წელია რაც ტარდება.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
შალვა სუთიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია
ნოემბერი 26,2025