25 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს სახელდებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე ქართველი მსახიობის ქეთევან კიკნაძის მემორიალური დაფის გახსნას დაესწრნენ.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ქეთევან კიკნაძემ მრავალი დასამახსოვრებელი სახე შექმნა ქართული თეატრის სცენაზე და არაერთ ქართულ ფილმშია გადაღებული. მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ ყველასათვის პატივსაცემი მსახიობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ღონისძიებას ქეთევან კიკნაძის ოჯახის წევრები, მსახიობები, რეჟისორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქეთევან კიკნაძე ცნობილი ქართველი მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი, თეატრისა და კინოს ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი იყო. ის მოღვაწეობდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრებში.. ქეთევან კიკნაძე 1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.