13 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზურაბაშვილთან და განათლებისა, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან ერთად, თბილისის 49-ე საჯარო სკოლის შენობაზე აკაკი ჩხენკელის აბრა გახსნა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს წევრი არჩილ ნიჟარაძე დაესწრნენ.
თბილისის 49-ე საჯარო სკოლას აკაკი ჩხენკელის სახელი 2025 წლის აგვისტოში მიენიჭა. გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ მიიღო. 49-ე სკოლის სამეურვეო საბჭოსთან ერთად, სკოლის სახელდების საკითხში ჩართული იყვნენ თბილისის საკრებულო, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა განაცხადა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი მამულიშვილის სახელის უკვდავყოფა და მომავალი თაობისთვის მათი დამსახურებების გადაცემა.
აკაკი ჩხენკელი მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. ის იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე გახლდათ საქართველოს ელჩი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025