17 დეკემბერი 2023
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და რეჟისორის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.
"89 წლის ასაკში უდიდესმა ქართველმა კინორეჟისორმა დაგტოვა. ოთარ იოსელიანის შემოქმედებამ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. მისმა ნამუშევრებმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვეს. ვუსამძიმრებთ დიდი კინორეჟისორის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს. ოთარ იოსელიანის გარდაცვალება ქართული კინოხელოვნებისთვის უდიდესი დანაკარგია“- ნათქვამია თბილისის საკრებულოს განცხადებაში.