23 სექტემბერი 2024 თბილისის საკრებულო ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პოეტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის თქმით, გივი შაჰნაზარი, რომელმაც მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა, დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო. გივი შაჰნაზარმა მთარგმნელობით ლიტერატურაში წარუშლელი კვალი დატოვა. მან ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების ლექსები, ასევე გახლდათ აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი. გივი შაჰნაზარი დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით და გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე. ბატონი გივი დააკლდება ქვეყანას და დააკლდება ლიტერატურულ საზოგადოებას. ვუსამძიმრებ გივი შაჰნაზარის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
იანვარი 30,2026