04 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში „საუკეთესო მოხალისეთა“ დაჯილდოების ღონისძიება „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.
2020 წლიდან კონკურსს საუკეთესო მოხალისის გამოსავლენად ტრადიციული სახე მიეცა და ყოველწლიურად აღინიშნება.
ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ და სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების და ახალგაზრდების ჯგუფიდან - შეირჩა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდა: განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, მოხალისეები უკრაინელებისათვის.
საუკეთესო მოხალისეები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, ნომინაციაში „მოხალისეობა სოციალური ინკლუზიისათვის“ გამარჯვებულს ჯილდო გადასცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოში ამ გამორჩეულ ღონისძიებას ვმასპინძლობთ. თითოეულ თქვენგანს განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მუნიციპალიტეტებისთვის. მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მხარს უჭერენ „მოხალისეობის ინსტიტუტის“ განვითარებას. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და სკოლების წარმომადგენლებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება, რომლებითაც „მოხალისე“ ახალგაზრდები გამოირჩევიან “, - აღნიშნა გურამ ოქროპირიძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის, „მშვიდობის კორპუსი საქართველოში“, „ახალგაზრდობის სააგენტოს“, არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდ“ და „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026