თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს და „თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების კვარტალური მიმოხილვის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს. საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიებში განიხილავენ, რის შემდეგაც დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას დაუბრუნდება.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა.
საკითხის განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ, კომისიას, სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.