04 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოში ქალაქ რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. რუსთაველ კოლეგებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე მუკათარიძე შეხვდნენ. ქალაქ რუსთავის საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი, რუსთავის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე, რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე, რუსთავის საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე სტუმრებს მიესალმა და თბილისის საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.
რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების სახელდების და დამისამართების საკითხები აინტერესებდათ. საკითხზე რუსთაველ კოლეგებს ინფორმაცია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ მიაწოდა. მან საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმიანობის და გამოცდილების, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ, თბილისის საკრებულოს წევრებმა რუსთაველ კოლეგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.