თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესახებ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი" განიხილეს.
პროექტი კომისიის წევრებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ, გააცნო.
სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „ეკო სერვის ჯგუფის", სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის", შპს „თბილსერვის ჯგუფის", ააიპ „ზოოლოგიური პარკის" და ააიპ „ბოტანიკური ბაღის" წარმომადგენლები.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თანხა შემდეგნაირადაა განაწილებული:
1. ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 223 195 400 ლარი;
2. გამწვანების ღონისძიებები - 59 801 300 ლარი;
3. დასუფთავების ღონისძიებები - 130 500 000 ათასი ლარი;
4. ზოოლოგიური პარკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (კოდი: 03 03 01) - 4 670 800 ლარი;
5. ბოტანიკური ბაღის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (კოდი: 03 03 02) - 4 739 200 ლარი;
6. ცხოველთა მონიტორინგი - 6 962 100 ლარი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კომისიის წევრების მხრიდან გამოითქვა წინადადებები.