24 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში" , რომელიც მიმწოდებლებს უდგენს ქვეპროგრამაში მონაწილეობის დამატებით პირობებს. კერძოდ, წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, დადგენილია ტარიფები, რომელთა ფარგლებშიც უნდა მოხდეს ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მიწოდება. სხდომაზე განიხილეს ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. დადგენილების პროექტის თანახმად, ცვლილება შედის დადგენილების „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-2 და მე-3 მუხლებში.
სხდომაზე იმსჯელეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის - „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა" - განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ". წარმოდგენილი პროექტის შემუშავება განპირობებულია პროფესიული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შინაარსობრივი და პროცედურული სრულყოფის აუცილებლობით. დადგენილების პროექტი ითვალისწინებს საპროექტო განაცხადების შეფასების, დაფინანსების, მონიტორინგის პროცედურების ოპტიმიზაციას, მონაწილე მხარეთა ვალდებულებების დიფერენციაციას და მუნიციპალური რესურსების რაციონალურ ხარჯვას, რაც აუცილებელი წინაპირობაა პროგრამის ეფექტიანად წარმართვისთვის.
საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების საკითხებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, საკრებულოს წევრებმა განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის შესახებ დადგენილება. დადგენილება შესაბამისობაში უნდა იყოს კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის), ასევე, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები გააცნო საკრებულოს წევრებს.
საკრებულოს სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანას და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საკრებულოს სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს ლევან აბაშიძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ქუჩების სახელდების საკითხები წარადგინა.