23 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკრებულოს წევრებმა ფრაქცია „თბილისი საქართველოს" წევრებს თამარ ხვედელიანს, გიორგი შარაშიძეს და სალომე კობალაძეს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღეს.
საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე ობიექტისთვის დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსის მინიჭების საკითხებს მხარი დაუჭირეს. სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართაზე მდებარე მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების პროექტები წარადგინა. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა გიორგი კობიაშვილმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმის პროვატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა. გიორგი კობიაშვილმა საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და რამდენიმე კომპანიას შორის გაფორმებულ „პირობებით გამოცხადებულ აუქციონის ხელშეკრულებაში" ცვლილებების შეტანის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო.
სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ"; ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში ცვლილებები შეიტანეს.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხები წარადგინა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025