24 თებერვალი 2026
თბილისის საკრებულოს სამი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი წარადგინა. მისი თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსმა სერგო ბირკაძემ „ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-14 დადგენილებაში ცვლილება წარადგინა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. პროექტის თანახმად, ცვლილება შედის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების ქვეპროგრამის განხორციელების წესში",რომელიც მიმწოდებლებს უდგენს ქვეპროგრამაში მონაწილეობის დამატებით პირობებს. განიხილეს ასევე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №6-17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. დადგენილების პროექტის თანახმად, ცვლილება შედის დადგენილების „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების" ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-2 და მე-3 მუხლებში.
სხდომაზე იმსჯელეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამის - „პროფესიული განათლების და დასაქმების ხელშეწყობა" - განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ". წარმოდგენილი პროექტის შემუშავება განპირობებულია პროფესიული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის შინაარსობრივი და პროცედურული სრულყოფის აუცილებლობით.
კომისიების წევრებმა მხარი დაუჭირეს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების საკითხებს.
სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის შესახებ დადგენილება. დადგენილება შესაბამისობაში უნდა იყოს კანონთან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ.
გარდა ამისა, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის), ასევე, სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევით წარმოებული მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარაგინა. მანვე, კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსა და რამდენიმე შპს-ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და რიგი ღონისძიებების გატარების მოწონების თაობაზე საკითხები გააცნო.
სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 24 მაისის №14-39 დადგენილებაში ცვლილების შეტანას და სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტებს დაუჭირეს მხარი.
გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე მისამართზე არსებული, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ ფართის და/ან თანხის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების შესახებ დადგენილება განიხილეს.