24 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოცულობა 5 000,0 ათასი ლარით (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ოქტომბრის N1659 განკარგულება), სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (მათ შორის წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები) - 179,4 ათასი ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ - 5 179,4 ათასი ლარით და შეადგენს - 2 353 788,4 ათას ლარს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილება განიხილეს, რომელიც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი ნინო ჯაფარიძემ წარადგინა. სხდომაზე მხარი დაუჭირეს ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში ცვლილებას, რომელიც სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ არაგველმა წარადგინა.
კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს. მან უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები. საკითხები სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთ-ერთ მისამართზე დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებული პირების მიმართ თანხისა სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელ ღონისძიებების საკითხი გააცნო კომისიის წევრებს. ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება.