14 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ბექა დავითულიანი და თინათინ ნიბლოშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, ბექა ოდიშარიასთან და ამავე კომისიის წევრთან, გურამ ნიკოლაშვილთან, ერთად სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმომავლობის ბიზნესმენებს შეხვდნენ და მათი საწარმოები ადგილზე დაათვალიერეს.
შეხვედრებზე განხილული იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორის პარტნიორობის შესაძლებლობები, ასევე ერთამენეთს გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა წარმოების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ინვესტიციების, დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების საკითხებზე.
შეხვედრებისას ბიზნესმენებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან საქართველოსთან და თბილისის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის ერთობლივი პროექტების, ინვესტიციებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების მიმართულებით.
თბილისის საკრებულოს დელეგაცია თურქეთში ორჰანგაზის კავკასიური კულტურისა და სოლიდარობის ასოციაციაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრებმა ქართული წარმომავლობის ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადეს საქმიანობისა და საქართველოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებისთვის და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყონ მსგავსი თანამშრომლობის განვითარებას.