05 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო რუხაძემ, საკრებულოს დეპუტატებთან და საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
სკოლის მოსწავლეებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს, რის შემდეგაც დეპუტატებმა მათ, დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში, თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები საკრებულოს კომისიების მუშაობით, ასევე, დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემებითა და სხვადასხვა აქტუალური თემებით დაინტერესდნენ.