თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ტრაბზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს ერქუთ ჩელებს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და მუნიციპალიტეტის მიერ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით მოქმედი პროგრამები მიმოიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოქტომბრიდან ორ ქალაქს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო, რაც სამედიცინო ტურიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები განიხილეს.
საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 22,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023