10 ნოემბერი 2025
მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის ყოველწლიურად 10 ნოემბერს მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება იუნესკოს ეგიდით. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა, მას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდა.
ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მაღალყოვლადუსამღვდელოესმა მეუფე შიომ მიმართეს.
ღონისძიების ფარგლებში გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. დღესვე გაიხსნა აკადემიის მუზეუმი, რომელიც საქართველოში მეცნიერების განვითარების ისტორიას ასახავს და ფართო საზოგადოებისათვის მის მნიშვნელობის წარმოაჩენს.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025