27 მაისი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „დიასპორა სამშობლოსთვის - ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება" დაესწრო, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები. ფორუმზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ასევე, გაიმართა საკვირაო სკოლების მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემა.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ყოველწლიურად იმართება.