10 ივლისი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრნენ. 2018 წლიდან დღემდე გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა თბილისის მერმა კახა კალაძემ შეაჯამა. პრეზენტაცია ზღვისუბნის პარკში გაიმართა და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ზღვისუბნის პარკზე გაამახვილა, რომელიც რეაბილიტაციამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ახლა კი თბილისის ყველაზე დიდი პარკია. მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წელს შეიცვალა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო დამკვიდრებული: ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების გასხვისება, რათა შემდეგ იქ სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულიყო.
კახა კალაძემ კონკრეტულ განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას მადლობა გადაუხადა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს", რომლის მხარდაჭერითაც მთაწმინდის ფერდის განახლება ხდება.
პრეზენტაციაზე კახა კალაძემ გარემოს დაცვის მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება: ახალი პარკებისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების დაგეგმარება; გზაგამყოფებისა და ხეივნების გამწვანება; ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის დაცვა, აღდგენა და მდგრადი მართვა; შპს „ეკოსერვის ჯგუფის" განვითარება; საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2018 წლიდან - დღემდე, დედაქალაქში, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც მწვანე სივრცეების დიდი დეფიციტი იყო, მოეწყო და რეაბილიტირდა 2,588 პარკი და სკვერი, განახლდა და მოეწყო 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე, 142 ჰექტარზე კი აღდგა და განახლდა ტყე. ასევე, უკვე დაგეგმილია და მიმდინარეობს მოსახლეობის და დედაქალაქის ინტერესებზე მორგებული მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც თბილისს უფრო მწვანეს და ეკოლოგიურად სუფთას გახდის.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025