01 აგვისტო 2025
თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო ღონისძიების "VIPP Course" 15 მონაწილეს შეხვდნენ. საკრებულოში სტუმრად იმყოფებოდნენ ვენურ და ლიმფურ დაავადებებზე მომუშავე როგორც ქართველი, ასევე იტალიელი, თურქი, პოლონელი, ფრანგი, ერაყელი, ირანელი და უზბეკი ექიმები. სამეცნიერო ღონისძიება "VIPP Course", 2027 წელს მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის მსოფლიო კონგრესისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც საქართველოში გაიმართება.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მეცნიერებს მიესალმა და თბილისის საკრებულოს და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. ქართველმა და უცხოელმა ექიმებმა მსოფლიო კონგრესის მოსამზადებლად საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვის საჭიროებაზე ისაუბრეს.თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი მსოფლიო კონგრესის დაგეგმვის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთვება და ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
2027 წელს, მსოფლიო ფლებოლოგთა მსოფლიო კონგრესზე საქართველოს 81 ქვეყნის 1500-2000 დელეგატი ეწვევა.