02 აპრილი 2024 თბილისის საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე და ანა კაკაბაძე საკრებულოში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საკრებულოს წევრებმა სტუდენტებს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - მუშაობაზე, საკრებულოს კომისიების და მაჟორიტარების საქმიანობასა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
სტუდენტებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე ანა კაკაბაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილეს აუტისტური სპექტრის მქონე პირთა პროგრამაზე, რადგან 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა. შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე განიხილეს განათლების საკითხები, მუნიციპალიტეტის მხრიდან დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მულტიფუნქციური ცენტრები.
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებმა და სტუდენტებზე მომავალ თანამშრომლობაზე და წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში, კომისიების სხდომების მუშაობასა და ღონისძიებებში სტუდენტთა ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026