02 სექტემბერი 2025 თბილისის მერიის ინიციატივით, შემოდგომიდან „ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ამოქმედდება. ბარათით სარგებლობას 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები შეძლებენ. ბარათის პრეზენტაცია დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ „საქართველოს ბანკის“ გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან ერთად, გამართა და შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ კი ევროპული ახალგაზრდული ბარათის უპირატესობებზე დეტალურად ისაუბრა.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. როგორც პრეზენტაციაზე განაცხადეს, ბარათი ევროპის 40 ქვეყანაში 25,000-ზე მეტი ფასდაკლებასა და 9.3 მილიონ ახალგაზრდას აერთიანებს. პროგრამის მიზანი განათლების, სპორტის, კულტურის, გართობის, მოგზაურობის, სპორტისა და რეკრეაციის მრავალფეროვან სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ფასდაკლებების გარდა პროგრამა შექმნის საგანმანათლებლო, მოხალისეობრივ აქტივობებს და გახსნის კარს მრავალ ევროპულ შესაძლებლობაზე, როგორიცაა ევროპული პროექტები, გათამაშებები, ონლაინ აქტივობები.
პროგრამა ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მიერ იმართება. საქართველოში კი ასოციაციის ექსკლუზიური პარტნიორი თბილისის მერია იქნება.
თბილისის მერიისა და “საქართველოს ბანკის” კოლაბორაციით, პროგრამის ბენეფიციარები 2025 წლის შემოდგომიდან შეძლებენ, ევროპული ახალგაზრდული ბარათის ბენეფიტები თავიანთ მობილ ბანკშივე მიიღონ და საბანკო სერვისები და ევროპული შესაძლებლობები ერთ ციფრულ ბარათში გააერთიანონ.
ბარათის გაცემის დღიდან ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ იგივე ფასდაკლებებს, რასაც სხვა ქვეყნებში EYC ბარათის მომხმარებლები ფლობენ.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგრამისთვის საქართველოში უკვე შექმნილია ვებ-გვერდი eyc.ge და მობილური აპლიკაცია, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფასდაკლების და მათი მიღების გზების შესახებ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025