08 აგვისტო 2023
2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა კონგრესმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
,,დღეს სრულდება 15 წელი რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების- აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციიდან.
ევროპის საბჭო კვლავაც განაგრძობს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას’’,-ნათქვამია განცხადებაში.