17 ოქტომბერი 2024 თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე საკრებულოს წევრებთან ერთად დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრის გახსნას დაესწრო. ცენტრი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. ახლადგახსნილი კომპლექსი, სრულად აღჭურვილი სათანადო ინვენტარითა და ტექნიკით, მზადაა მოქალაქეთა მისაღებად.
დიდ დიღომში გახსნილი ახალი ცენტრის სერვისებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებიც ისარგებლებენ, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.
მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 186 593 ლარს.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები.
საკრებულოში თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს წარმომდგენლებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 10,2025
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025