25 ივლისი 2025 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო შეიქმნა.
საბჭოს შექმნის შესახებ ახალ დადგენილებას საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო დედაქალაქში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე სისტემურ მუშაობას ისახავს მიზნად და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინაციას შეუწყობს ხელს.
საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონს, „ბავშვთა უფლებების კოდექსს“ ეფუძნება და საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის, დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად წარმართავს“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე თინათინ ნიბლოშვილმა.
საბჭოს მთავარი მიზანი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა, საჭიროებების შეფასება და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება, სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზი, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიისთვის წარდგენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის საკითხებზე საბჭო საკრებულოს წევრებისგან, მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან, საჭიროების შემთხვევაში კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან შედგება.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025