02 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები რეაბილიტირებული ვერის პარკის გახსნას დაესწრნენ. ვერის პარკი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას თბილისელებს განახლებული ისტორიული პარკის გახნა მიულოცა. ობიექტის რეაბილიტაცია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა და დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის.
პარკის განახლებული პროექტის დიზაინი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მომზადდა.
ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა ან შეცვლა არ განხორციელებულა. რეაბილიტაციის შედეგად, პარკში განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, ფანჩატური, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას. არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო 5 131 ნერგი და 18 000 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. დამატებით მოეწყო 1 000 კვადრატული მეტრი ფართობი სივრცე.
რეაბილიტაციის შედეგად, თბილისს შეემატა სრულიად განახლებული, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა, რომელიც მორგებულია განსხვავებული ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეებზე.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სამგორის რაიონში მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025