07 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისანი 2 (ვაზისუბანი) მაჟორიტართან, ბექა მენთეშავილთან, ასევე საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად დედაქალაქის N121 ბაგა-ბაღში ეზიდური საკვირაო ბაღს ესტუმრა და ეზიდ ბავშვთა კონცერტს დაესწრო.
თბილისის N121 ბაგა-ბაღი ერთადერთია დედაქალაქში, სადაც ეზიდური ჯგუფი ფუნქციონირებს და რომელიც დედაქალაქის საკრებულოს ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ჯგუფში ეზიდი ბავშვები სხვა სავალდებულო დისციპლინებთან ერთად, მშობლიურ ენასაც ეუფლებიან.
შეხვედრა ააიპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის პროექტის დირექტორმა გახსნა.
როგორც ლილი საფაროვამ აღნიშნა, დღევანდელი დღე კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაციის - ,,შემოქმედებითი საქართველო'' ერთობლივი პროექტის, სახელწოდებით-,,ეზიდური საგანმანათლებლო შემოქმედებითი საქმიანობის განვითარება’’ პრეზენტაციას ეძღვნება.
,,ეს არის პირველი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თბილისში მცხოვრები ეზიდი ბავშვებისთვის ეზიდური ენის შესწავლა-შენარჩუნებას ითვალისწინებს,“-განაცხადა ლილი საფაროვამ.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ძალიან მნიშვნელოვანია ეზიდური ენის შენარჩუნება თბილისში მცხოვრები ეზიდებისთვის. სწორედ ამას ემსახურება ეზიდური ჯგუფის გახსნა N121 ბაგა-ბაღში, სადაც დაახლოებით 15 ეზიდი ბავშვი ეუფლება მშობლიურ ენას. ამ პროექტის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება"- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო სახვითი ხელოვნების ნამუშევრების და ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა, ხოლო ორგანიზაციის - ,,შემოქმედებითი საქართველო'' წარმომადგენელმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
თბილისში მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმი გაიმართა
დეკემბერი 09,2025
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025