24 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს. ლევან მიქავამ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 24 დეკემბრის N49-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოცულობა 5 000,0 ათასი ლარით სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები – 179,4 ათასი ლარით.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ - 5 179,4 ათასი ლარით და შეადგენს - 2 353 788,4 ათას ლარს.
სხდომის დასასრულს, შალვა ოგბაიძემ კომისიის წევრებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
,,მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, მეშვიდე მოწვევის საკრებულომ და კონკრეტულად, ჩვენმა კომისიამ გასული ოთხი წლის მანძილზე ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ამასთანავე, ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელა.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო ამ წლების მანძილზე მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა, რაც ყველა განვითარებული ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი’’,-აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025