05 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ, ფრაქციის წევრებთან, ანა კაკაბაძესთან და გურამ ოქროპირიძესთან ერთად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა სტუდენტებს თბილისის საკრებულოსა და მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.