24 ოქტომბერი 2025
თბილისის საკრებულოს მეშვიდე მოწვევის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლებისა და მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით, კერძოდ: იზრდება გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოცულობა 5 000,0 ათასი ლარით (საქართველოს მთავრობის 2025 წლის 13 ოქტომბრის N1659 განკარგულება), სხვა შემოსავლების ნაწილში სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (მათ შორის წინა წელს გამოუყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო სახსრები) - 179,4 ათასი ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება სულ - 5 179,4 ათასი ლარით და შეადგენს - 2 353 788,4 ათას ლარს.
ბიუჯეტში ცვლილებების გარდა, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის ფარგლებში დაზარალებული პირების მიმართ თანხის სახით გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხები.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ" თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილებს და განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს.
საკრებულოს სხდომაზე განიხილეს ასევე თბილისის რამდენიმე რაიონში, მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები.
საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი განიხილეს
ნოემბერი 21,2025
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025