21 მარტი 2024
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ, კამპანიის „სტუდენტები თბილისის საკრებულოში“ ფარგლებში, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ ახალგაზრდა წევრებთან შეხვედრა გამართა.
დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გურამ ოქროპირიძემ სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გურამ ოქროპირიძემ სტუდენტებს დედაქალაქის მერიისა და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკა, დედაქალაქში განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრიორიტეტები დეტალურად გააცნო და ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზე ესაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტებს სიტყვით საკრებულოს წევრმა, ანა კაკაბაძემაც მიმართა. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური პროგრამებსა და დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე.
კამპანიის ,,სტუდენტები თბილისის საკრებულოში’’ მიზანი სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტის საქმიანობის, პრიორიტეტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიმართულებით მათი ინფორმირებულობის გაზრდაა. შეხვედრა კამპანიურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც გაგრძელდება.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026