09 სექტემბერი 2025 ვაკეში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სრულად რეაბილიტირებული გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩები დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე მერმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში - 13 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. საგზაო ინფრასტრუქტურა კი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. განახლდა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. პროექტის თანახმად, საჰაერო ელექტროსადენები მიწისქვეშა კაბელურ არხებში გადავიდა. ამას გარდა, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყო ტროტუარები, ჩატარდა საგზაო სამუშაოები და დაიგო ასფალტის საფარი. უსაფრთხოების მიზნით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო რკინაბეტონის საყრდენი კედელიც. ორივე ქუჩაზე გარე განათების ახალი ქსელი მოეწყო და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ენერგოეფექტური LED სანათები. ამასთანავე, დამონტაჟდა 40-მდე მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნა, მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები, ზებრა გადასასვლელები; გზის სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული "ჭკვიანი" შუქნიშნები; ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
პროექტის ბოლო ეტაპზე, ორივე ქუჩაზე გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 2 100 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, „თბილსერვის ჯგუფმა“ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ერთობლივად განახორციელეს. განახლებული ქუჩები უკვე რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირსა და წყნეთის გზატკეცილს უერთდება, რაც სრულად მოწესრიგებულ, თანამედროვე სატრანსპორტო და საცხოვრებელ არეალს ქმნის. ახალი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას, როგორც ქვეითებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ავტომობილებისთვის.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025