18 მაისი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თინათინ ნიბლოშვილთან, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოში არსებული ეთნიკური უმცირესობის საბჭოს თავმჯდომარესთან, რიტა ხიდირბეგიშვილთან, ერთად ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტის, საიათნოვასადმი მიძღვნილ „ვარდატონის"- ვარდების - ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.
საკრებულოს წევრებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ტრადიციულად ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარემ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, დიდი ჰუმანისტის, საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული ორი ქვეყნის - საქართველოსა და სომხეთის - ერთობის, მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია.
„ჩემთვის პატივია დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ აღვნიშნო და მოგილოცოთ საიათნოვასადმი მიძღვნილი „ვარდატონის" - ვარდების - ტრადიციული დღესასწაული. ეს დღესასწაული არის ქართველი და სომეხი ხალხის მეგობრობის სიმბოლო, რადგან „ვარდატონი" აერთიანებს ხალხს, რომელმაც მსოფლიოს მისცა პოეტი საიათნოვა და ქალაქს, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მოხარული ვარ, რომ დღევანდელი სახალხო ზეიმი ჩვენი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქალაქის - თბილისის - შუაგულში აღინიშნება და გვაერთიანებს იმისთვის, რომ ერთად ვიცხოვროთ და ერთად ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საზეიმო ღონისძიება, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე გაიმართა, საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა,რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
„ვარდატონის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის, ააიპ „ქართველ სომეხთა" კავშირის, საქართველოში სომხეთის საელჩოს და სომხეთის განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, საქართველოს სომხურ ეპარქიასთან მოქმედი კულტურული ცენტრების და თბილისის პეტროს ადამიანის სომხური დრამატული თეატრის მხარდაჭერით გაიმართა.
„ვარდატონის" დღესასწაული წელს თბილისში ასევე დაესწრნენ სომხეთის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების წარმომადგენლები, ქართველი და სომეხი პოეტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
„ვარდატონი" თბილისში პირველად 1914 წელს ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის, ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურბ გევორქის ეკლესიის ეზოში, დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025