თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, დედაენის ბაღში გერმანული ლუდის ფესტივალ „ოქტობერფესტში" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი ესწრებოდა. ფესტივალი დედაენის ბაღში დღეს გაიხსნა და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ლუდის ფესტივალი ასეთი საჯარო სახით პირველად ტარდება ჩვენს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ის ტრადიციად იქცევა და ყოველწლიურად ჩატარდება. ეს სასიამოვნო სიახლეა ლუდის მოყვარულთათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, იმ კომპანიებს, რომლებმაც ამ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარეს საფუძველი", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ კომპანია „ეფეს საქართველოს" გენერალურ დირექტორთან, ველი დინჩელთან, ერთად კასრის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
„ეფეს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ველი დინჩელთან განაცხადა, რომ ლუდის ფესტივალი ყოველწლიურად უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. მან მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს და თურქეთის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
ღონისძიების მონაწილეთათვის ნამდვილი ბავარიული თამაშების ასპარეზობა გაიმართა. გამარჯვებული მიუნხენში „ოქტობერფესტზე" გაემგზავრება.