24 აპრილი 2026 თბილისი საკრებულოში, ბექა ოდიშარიას ხელმძღვანელობით, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს და დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა 84 849,4 ათასი ლარით იზრდება და 2 591 827,7 ათას ლარს შეადგენს.
საკითხები განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინა.
თბილისის მერიის კულტურის ობიექტების მართვისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ცირა შალოშვილმა კი დეპუტატებს თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის წესდების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებები გააცნო.
კომისიის სხდომაზე დღეს განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა.
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026
ბექა ოდიშარია „60+ კლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას დაესწრო
აპრილი 01,2026
თინათინ ნიბლოშვილმა და ბექა ოდიშარიამ წლის საუკეთესო მკითხველები და ბიბლიოთეკარები დააჯილდოვეს
მარტი 30,2026