30 მარტი 2026 ექიმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან და სანზონის მაჟორიტარ დეპუტატ ვალერიან პაპუაშვილთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია.
საკრებულოს წარმომადგენლებმა აღნიშნული კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს და კლინიკის სამედიცინო პერსონალს ექიმების საერთაშორისო დღე მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება ექიმთა საერთაშორისო დღე. დღევანდელი დღე გვაძლევს გამორჩეულ შესაძლებლობას, რომ გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ექიმების მიმართ, მათი თავდაუზოგავი შრომის მიმართ. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია", - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე და აღნიშნეს, რომ კლინიკაში ენდოპროთეზირების დროს დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლება ხდება ფრანგული წარმოების მაღალი ხარისხის იმპლანტით და ეს მომსახურება სრულად არის ანაზღაურებული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული 6000-ლარიანი ვაუჩერით.
ასევე ითქვა იმის თაობაზეც, რომ კლინიკაში ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულად უფინანსდებათ გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული კვლევები და სამკურნალო მედიკამენტები.
ექიმების საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება. ის მსოფლიოს ორი ყველაზე ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციის - ჰუმანიტარული ასოციაცია „ექიმები საზღვრების გარეშე" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის - ინიციატივით დაარსდა.
თბილისის საკრებულოში ექიმ ქალთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით შეხვედრა გაიმართა
მარტი 27,2026
ბექა მიქაუტაძე და ალექსანდრე მუკათარიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ
მარტი 27,2026
თბილისის საკრებულოსა და ფარმაცევტულ კომპანია შპს „ავერსი-ფარმას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მარტი 25,2026