17 თებერვალი 2026 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. პრეზიდენტის მოხსენებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ბოლო პერიოდში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე გაამახვილა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობას, რის გარეშეც ქვეყნის წინსვლა და განვითარება შეუძლებელია. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, დღეს, სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც სახელმწიფოებრიობის არსს განსაზღვრავს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა.
ამ და სხვა თემებზე საუბრის შემდეგ, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებმა პრეზიდენტს კითხვები დაუსვეს, რის შემდეგაც მიხეილ ყაველაშვილი დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტის მოხსენებას პარლამენტში მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოში სტუდენტური ინტელექტუალური თამაშებისა და დებატების ტურნირის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა
თებერვალი 12,2026
სამი კომისიის გაერთიანებული სხდომა
თებერვალი 12,2026
საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
თებერვალი 11,2026