2026-01-23 12:00:5823 იანვარს, 12:00 საათზე, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებული ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელისთვის 26 მაისის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.