2025-12-17 13:00:44
17 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბიუროს სხდომათა დარბაზში გაიმართება გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ". „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით".
2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების შესახებ
4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების შესახებ.
8. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებული ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელისთვის 26 მაისის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ.
9. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებული სკვერისთვის მეფე ერეკლე II - ის სახელის მინიჭების შესახებ.
2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის IV შესახვევისთვის ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ.
3. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სულიკო თორთლაძის ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის თაბორის მთის სახელის მინიჭების შესახებ.
4. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთისთვის სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელის მინიჭების შესახებ.
5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VIII შესახვევის მონაკვეთისთვის ელისაბედ ორბელიანის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ.
6. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის მიხეილ გრიგორაშვილის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ.
7. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალის კორექტირებისა და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის კორნელი სანაძის სახელის მინიჭების შესახებ.