|
კახაბერ ლაბუჩიძე
|
|
დაბადების თარიღი: 02/10/1971
საგანმანათლებლო დაწესებულება:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორანტი ( 2020-დღემდე) ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, (მაგისტრთან გათანაბრებული 1999-2003); სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის კულტურისა და ესთეტიკური აღზრდის ფაკულტეტი, (მაგისტრთან გათანაბრებული, 1990-1995).
საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარი
საარჩევნო სუბიექტი: ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
სამუშაო/პოზიცია
2025 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VIII მოწვევის საკრებულოს წევრი.
2021 - 2025 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი.
2017 - 2021 – ისნის რაიონის გამგებელი.
2013-2017 – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე.
2012-2013 – პოლიტიკური გაერთიანება-თავისუფალი დემოკრატების პარტიის ცენტრალური ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2009 – საქართველოს კონტროლის პალატის სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2008-2009 – საქართველოს კონტროლის პალატა, თავმჯდომარის მრჩეველი.
2008 – გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2007-2008 – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2005-2007 – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
2004-2005 – გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი.
2002-2004 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (ზურაბ ჟვანიას გუნდი).
2003-2004 – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-2 მოწვევის წევრი.
1997-2002 – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.
1994-1997 – საქართველოს სტუდენტურ ორგანიზაციათა ლიგის პრეზიდენტი.
1992-1994 – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე.
აქტივობა: ისანი 1 (ავლაბარი) მაჟორიტარი , სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, იურიდიულ საკითხთა კომისიის წევრი. |
|